Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი აღიარებს, რომ ომარ ალ-შიშანი ამ კვირაში დაიღუპა და არა მარტში


პენტაგონი აცხადებს, რომ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ომარ ალ-შიშანის, ან ჩეჩენ ომარს უწოდებენ, როგორც ჩანს რამდენიმე დღის წინ დაიღუპა ერაყის ქალაქ მოსულთან. ალ-შიშანი საქართველოდან, პანკისიდან იყო ჩასული „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად. პენტაგონი მას ექსტრემისტების „ომის მინისტრად“ მიიჩნევდა და მის გაუვნებელყოფაზე 5 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, პიტერ კუკმა, 14 ივლისს განაცხადა, შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მუშაობს იმის დასადგენად, მართლაც დაიღუპა თუ არა ომარ ალ-შიშანი 10 ივლისის თავდასხმისას მოსულთან, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ 16 ლიდერს ხვდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ მარტში გამოაცხადა ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ, მაგრამ კუკის თქმით, პენტაგონმა ბოლოხანს მოიპოვა ინფორმაცია, რომ ის სინამდვილეში არ იყო მოკლული და აპირებდა დასწრებოდა ერაყში 10 ივლისის შეხვედრას. ამის შემდეგ სამხედროებმა მის წინააღმდეგ განახორციელეს მორიგი დარტყმა, რომელიც კუკის თქმით, როგორც ჩანს, წარმატებული გამოდგა. „ისლამურმა სახელმწიფო“ 13 ივლისს გამოაცხადა, რომ ალ-შიშანი ერაყში ბრძოლის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG