Accessibility links

logo-print

დაიხურა სტამბოლის ორი ხიდი, ანკარის თავზე სამხედრო თვითმფრინავები მოძრაობენ


თურქეთის ხელისუფლებამ დაკეტა სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე არსებული ორივე ხიდის ნაწილი, რომლებიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამის ფონზე როიტერსის სააგენტო იტყობინებოდა, რომ სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოძრაობენ დედაქალაქ ანკარის თავზე. ამ სააგენტოს ცნობით, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, როცა თვითმფრნავი დაბლა დაფრინავდა. ადგილობრივი ტელეარხები იტყობინებიან ხიდების დახურვის შესახებ, თუმცა მიზეზი არ მოჰყავთ. სტამბოლის ხიდების დახურვა უპრეცედენტო მოვლენაა. ყოველდღიურად მათი გზით ევროპა და აზიას შორის მოძრაობს 180 ათასი ავტომობილი.

XS
SM
MD
LG