Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერი: სამხედროთა ნაწილმა ოპერაცია თვითნებურად წამოიწყო


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თურქეთის არმიის ერთმა ნაწილმა ქვეყანაში თვითნებურად მოქმედება დაიწყო. NTV-ს მოჰყავს ილდირიმის სიტყვები, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან გვაქვს საქმე. როიტერსს მოჰყავს მისი ნათქვამი, რომ არასწორია უწოდო ამას "გადატრიალება", ეს უფრო მცდელობააო. თურქეთის პრემიერის სიტყვები მოჰყვა ცნობებს, რომ სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები მოძრაობდნენ დედაქალაქ ანკარის თავზე. ამ სააგენტოს ცნობით, ანკარაში სროლის ხმა ისმოდა, როცა თვითმფრინავი დაბლა დაფრინავდა. თურქეთის უშიშროების ძალებმა ნაწილობრივ დაკეტა სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე არსებული ორივე ხიდის ნაწილი, რომლებიც ევროპას და აზიას აკავშირებს. NTV-მ აჩვენა კადრები, როგორ არიან განთავსებული ტანკები სტამბოლის ათათურქის აეროპორტში.

XS
SM
MD
LG