Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“: ნიცის თავდასხმა ჩვენმა „ჯარისკაცმა“ მოაწყო


„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ 14 ივლისის თავდასხმა ნიცაში მისმა ერთ-ერთმა „ჯარისკაცმა“ მოაწყო. ეს განცხადება 16 ივლისს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან. განცხადების თანახმად, თავდასხმა მოეწყო პასუხად მოწოდებაზე, იერიში მიტანილ იქნეს ყველა იმ ქვეყანაზე, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში მძიმე სატვირთო მანქანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. სატვირთო მანქანას მართავდა წარმოშობით ტუნისელი ადგილობრივი მცხოვრები, 31 წლის მუჰამედ ლოუაიეჟ ბულელი, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს. 16 ივლისს პოლიციამ, ნიცის თავდასხმასთან დაკავშირებით, დააკავა ხუთი პირი, მათ შორის ბულელის ყოფილი ცოლი. როგორც ბულელის მამამ საფრანგეთის ტელევიზიის კორესპონდენტს უთხრა, მისი ვაჟი მორწმუნე არ ყოფილა და მეჩეთში არ დადიოდა. შაბათიდან საფრანგეთში სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG