Accessibility links

logo-print

ჯონ კერი: თურქეთს ფეტულა გიულენის ექსტრადიციისათვის არ მოუმართავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შესაძლებლად მიიჩნევს განიხილოს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი სასულიერო პირის ფეტულა გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა, თუ თურქეთის მთავრობა წარმოადგენს მტკიცებულებას გიულენის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ეროდანმა 16 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ფეტულა გიულენს დასდო ბრალი. თურქეთის მოქმედი ხელისუფლების ოპონენტმა, 75 წლის გიულენმა დაგმო სამხედრო გადატრიალების ცდა და გადაჭრით უარყო მასთან ნებისმიერი კავშირი. „მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, - ნათქვამია გიულენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 16 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთი მტრად განიხილავს ყველა ქვეყანას, რომელიც გიულენს უჭერს მხარს. 16 ივლისს ლუქსემბურგში ყოფნის დროს ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.

XS
SM
MD
LG