Accessibility links

logo-print

თალიბებმა გაათავისუფლეს „წითელი ჯვრის“ სამი ექიმი


თალიბებმა გაათავისუფლეს ავღანეთის "წითელი ჯვრის" სამი ექიმი, რომლებიც ექსტრემისტებმა ჩრდილოეთ ავღანეთში დაატყვევეს. სარ-ე-პულის გუბერნატორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა ამანიმ 16 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ ექიმების განთავისუფლება უკონტროლო რეგიონის უხუცესებისა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხერხდა. ამანის თქმით, ექიმები ექსტრემისტებმა 14 ივლისს იმ დროს შეიპყრეს, როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენლები საიადის ოლქში მდებარე სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

XS
SM
MD
LG