Accessibility links

პენტაგონი: თურქეთმა დროებით დაკეტა საჰაერო სივრცე აშშ-ის ავიაციისთვის


პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროებმა დროებით შეაჩერეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში საჰაერო რეიდების განხორციელება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ინჯირლიკთან მდებარე ნატოს საავიაციო ბაზიდან ხდებოდა. ამის მიზეზი გახდა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის დროებით დაკეტვა. პენტაგონი აცხადებს, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ცდილობს, სხვა საავიაციო ობიექტების გამოყენებით განახორციელოს საავიაციო ოპერაციები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს თურქეთის საჰაერო სივრცის ჩაკეტვით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

XS
SM
MD
LG