Accessibility links

თურქეთში ორი არმიის სარდლები დააკავეს


თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად სპეცოპერაციის ფარგლებში ქვეყნის უშიშროების ძალებმა თურქეთის მეორე არმიის სარდალი, გენერალი ადემ ჰუდუთი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით. გენერალი თურქეთის არმიის იმ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც სირიასთან, ერაყთან და ირანთან დამაკავშირებელ სახელმწიფო საზღვრებს იცავენ. იუწყებიან, რომ სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და დაპატიმრებულია ასევე მესამე საარმიო კორპუსის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ერდალ ოზთურკი. მისი შტაბი მდებარეობდა სტამბულში, ხოლო თავად გენერალი კი მეთაურობდა ქვედანაყოფს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების პირველ თურქული საარმიო კორპუსის სტატუსს ატარებს.

XS
SM
MD
LG