Accessibility links

თურქული მედია აგვისტოში ერდოანისა და პუტინის შეხვედრაზე წერს


თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მის რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი, აგვისტოში პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს, რაც პირველი იქნება შარშან ნოემბერში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, როდესაც თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებული იქნა რუსული სამხედრო თვითმფრინავი. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით, „ანადოლუს“ სააგენტო წერს, რომ ერდოან-პუტინის შეხვედრა აგვისტოს პირველ რიცხვებში გაიმართება. ანკარამ და მოსკოვმა განაცხადეს, რომ 17 ივლისს პუტინმა დაურეკა ერდოანს და მხარდაჭერას დაჰპირდა თურქეთის „დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას“, რომელიც 15 ივლისს სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინაშე აღმოჩნდა. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან საუბარში განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება რუსი ტურისტების უსაფრთხოებაზე.

XS
SM
MD
LG