Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ერევნის პოლიციის ქვეგანყოფილებაში


სომხეთის ოპოზიციურად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფი ერევნის პოლიციის ფერებუნის რაიონულ ქვეგანყოფილებაში შეიჭრა, რასაც შედეგად ორმხრივი სროლა მოჰყვა. 17 ივლისის დილით სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სროლისას პოლიციის ერთი თანამშორმელი დაიღუპა, ხოლო ორი - დაიჭრა. მოგვიანებით სომხეთის უშიშროებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვენ ოპოზიციური დაჯგუფება „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერის, გასულ თვეში დაპატიმრებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. ჯგუფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვარუჟან ავეტისიანმა კი გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, „მათ დაიწყეს ამბოხება, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა“. პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული პოლიციის შენობა. შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან იარაღის დაყრისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ სომხეთის უშიშროების წარმომადგენლები. ოპოზიციური ორგანიზაცია „დამფუძნებელი პარლამენტი“ ხშირად მართავს საპროტესტო აქციებს ერევანში ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის გადაყენების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG