Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დააპატიმრეს გადატრიალებაში ეჭვმიტანილი 6000-მდე კაცი


თურქეთის ხელისუფლებამ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დააპატიმრა სულ მცირე 6000 კაცი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან 15 ივლისს თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების ცდაში. გავრცელებული ცნობებით, პარალელურად გრძელდება სახელმწიფო ინსტიტუტების „გაწმენდა“, როგორც პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უწოდა, „მოღალატე ელემენტებისაგან“. 17 ივლისს, სტამბულში, დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის დროს ერდოანმა „საშიში ვირუსი“ უწოდა აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის მომხრეებს და დასძინა, რომ თურქეთი აუცილებლად მოითხოვს გიულენის ექსტრადიციას. თურქეთის მოქმედი ხელისუფლების ოპონენტმა, 75 წლის გიულენმა დაგმო სამხედრო გადატრიალების ცდა და გადაჭრით უარყო მასთან ნებისმიერი კავშირი. „მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, - ნათქვამია გიულენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG