Accessibility links

logo-print

ნიცის ტერაქტთან კავშირში დააკავეს კიდევ ორი ეჭვმიტანილი


საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ დააკავა კიდევ ორი ეჭვმიტანილი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ საკურორტო ქალაქ ნიცაში სატვირთო ავტომობილით განხორციელებულ თავდასხმასთან, რასაც 84 ადამიანი შეეწირა. დაახლოებით სამასი - დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ანონიმურ წყაროებს ეყრდნობიან, ავრცელებენ ცნობას ნიცაში ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის დაპატიმრების შესახებ. სატვირთო მანქანას მართავდა წარმოშობით ტუნისელი ადგილობრივი მცხოვრები, 31 წლის მუჰამედ ლოუაიეჟ ბულელი, რომელიც სამართალდამცველებმა მოკლეს. 16 ივლისს პოლიციამ, ნიცის თავდასხმასთან დაკავშირებით, დააკავა ხუთი პირი, მათ შორის ბულელის ყოფილი ცოლი. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ 14 ივლისის თავდასხმა ნიცაში მისმა ერთ-ერთმა „ჯარისკაცმა“ მოაწყო. ეს განცხადება 16 ივლისს გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან.

XS
SM
MD
LG