Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქ ბატონ-რუჟში თავდამსხმელმა სამი პოლიციელი მოკლა


ამერიკის შტატ ლუიზიანის ქალაქ ბატონ-რუჟში სამი პოლიციელი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა სროლა ატეხა. კიდევ რამდენიმე დაჭრილია. პოლიციამ ალყაში მოაქცია შემთხვევის ადგილი, ხოლო თავდამსხმელი, გავრცელებული ინფორმაციით, მოგვიანებოთ გაანადგურა. ლუიზიანის შტატის გუბერნატორმა ჯონ ედვარდსმა მომხდარ თავდასხმას „შემზარავი და გაუმართლებელი უწოდა იმ დროს, როდესაც ხალხს ერთიანობა და ჭრილობების მოშუშება სჭირდება“. 5 ივლისს ბატონ-რუჟში პოლიციამ აფროამერიკელი ალტონ სტერლინგი დაცხრილა, 6 ივლისს მინესოტის შტატის ქალაქ სენ-პოლში პატრულმა 32 წლის შავკანიანი მძღოლი მოკლა. აშშ-ის ბევრ ქალაქში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები აფროამერიკელთა მიმართ პოლიციელთა თვითნებობის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი მსვლელობის დროს 7 ივლისს, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ავღანეთის ომის შავკანიანმა ვეტერანმა დახოცა დემონსტრაციის დასაცავად მობილიზებული ხუთი პოლიციელი, ხოლო 7 -დაჭრა.

XS
SM
MD
LG