Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ძმამ მოკლა საკუთარი და - სოციალური მედიის ვარსკვლავი


პაკისტანის პოლიციამ დააკავა პაკისტანის სოციალური მედიის ვარსკვლავის ქანდილ ბალოგის მკვლელი, რომელიც მისივე ძმა, ვასიმ აზიმი აღმოჩნდა. დაკავების დროს აზიმმა პოლიციას განუცხადა, რომ არ „ნანობს ჩადენილ დანაშაულს“, რადგან მისი და სჯულს გმობდა. გამოძიების ცნობით, ვასიმ აზიმმა აღიარა, რომ საკუთარ დას ნარკოტიკი დაალევინა და შემდეგ იგი გაგუდა. მკვლელობა 15 ივლისს მოხდა. ჟურნალისტი ქალი ქანდილ ბალოგი 17 ივლისს პანჯაბის პროვინციაში, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად დაკრძალეს. ბალოგმა სკანდალური პოპულარობა მოიპოვა პაკისტანის ტელეარხ „იდოლ ტვ“-ზე მუშაობით და სოციალურ მედიაში დაწყებული კამპანიით, რაც მიზნად ისახავდა პაკისტანის კონსერვატიულ საზოგადოებაში ქალთა უფლებების გაუმჯობესებას. მას ფეისბუკზე 800 ათასი გულშემატკივარი, ტვიტერზე კი 40 ათასი მიმდევარი ჰყავდა. მკვლელობამდე ქანდილ ბალოგმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნა ფოტო, რომელზეც სიგარეტს ეწევა და ცნობილ მუსლიმ სასულიერო პირს ესაუბრება. ამ ფოტომ დიდი აღშფოთება გამოიწვა პაკისტანში, სადაც რელიგიური ნორმების დარღვევისათვის, ყოველ წელს ასობით ქალს კლავენ მათივე ნათესავები.

XS
SM
MD
LG