Accessibility links

თურქეთის მედია: გადატრიალების მცდელობის შემდეგ 103 გენერალი და ადმირალი დააკავეს


თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყანაში დააკავეს 103 გენერალი და ადმირალი 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. პუტჩის მონაწილეების მიზნად პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის დამხობა სახელდება. გადატრიალების მცდელობის შემდეგ სულ 6000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, თანამდებობებიდან მოხსნეს კიდევ უფრო მეტი პოლიციელი, გუბერნატორი და მოსამართლე და ერდოანმა პირობა დადო, რომ „წმენდა“ გაგრძელდება. ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტია 18 ივლისს გამოვიდა მოწოდებით, კანონის უზენაესობის პატივისცემით მოხდეს რეაგირება გადატრიალების მცდელობაზე. პარტიის განცხადებით, ეჭვმიტანილები სასამართლოებში უნდა გასამართლდნენ და სამხედროები არ უნდა იქნენ წარმოსახული მტრებად. ამასობაში, რვა თურქი სამხედრო მოსამსახურე ვერტმფრენით ჩაფრინდა საბერძნეთში და მოსალოდნელია, რომ დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში, საბერძნეთში უკანონოდ შესვლის ბრალდებით. რვავე თურქმა სამხედრო პირმა საბერძნეთში თავშესაფარი მოითხოვა, თურქეთი კი მათ ექსტრადიციას მოითხოვს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, გადატრიალების მცდელობისას ძალადობამ შეიწირა 294 ადამიანი, მათ შორის პუტჩის 100-ზე მეტი მონაწილე.

XS
SM
MD
LG