Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა დაგმო ბატონ-რუჟში სამი პოლიციელის მკვლელობა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ბატონ-რუჟში სამი პოლიციელის მკვლელობა. მან ეს განცხადება გააკეთა 18 ივლისს ავსტრალიაში ვიზიტისას. ოფიციალური ინფორმაციით, შავტანისამოსიანმა ყოფილმა ჯარისკაცმა 17 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სამი და დაჭრა ასევე სამი სამართალდამცველი ლუიზიანის შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, როგორც 29 წლის გევინ ლონგი. პოლიციის ცნობით, ის თავდასხმის ადგილზევე მოკლეს. ინციდენტი მოხდა ორ კვირაზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც ბატონ-რუჟში პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა შავკანიანი მამაკაცი, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა ქვეყნის მრავალ კუთხეში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სიძულვილის გამომხატველი განცხადებებისა და ქმედებებისაგან.

XS
SM
MD
LG