Accessibility links

logo-print

ალმა-ატაში განგაშია სამართალდამცველებზე თავდასხმის შემდეგ


ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმა-ატაში განგაშის უმაღლესი საფეხურია გამოცხადებული მას შემდეგ, რაც, ცნობების თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა 18 ივლისს იერიში მიიტანეს პოლიციის განყოფილებაზე, მოკლეს სამი და დაჭრეს რამდენიმე სამართალდამცველი. პოლიცია აცხადებს, რომ დააკავა ერთ-ერთი, სულ ცოტა, ორი თავდამსხმელიდან, რომელთა იერიშიც მიმართული იყო პოლიციის განყოფილებისა და ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის ობიექტის წინააღმდეგ. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო და მოსახლეობას შინ დარჩენისაკენ მოუწოდებენ. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოკლული არიან სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG