Accessibility links

logo-print

ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის


საფრანგეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 14 ივლისს ნიცაში ტერაქტის გამო დაღუპულებს შორის არის საქართველოს მოქალაქეც. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საგარეო უწყება მწუხარებას გამოთქვამს ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ნიცაში ტერაქტის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 84 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი. თავდამსხმელი, რომელიც სატვირთო მანქანით შეიჭრა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხში, ადგილზევე მოკლეს. მას შემდეგ დააკავეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG