Accessibility links

logo-print

ავსტრალიის ყოფილი პრემიერი გაეროს გენერალურ მდივნად არჩევისათვის იბრძოლებს


ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კევინ რადმა, მთავრობას სთხოვა გაეროს გენერალური მდივნობის კანდიდატად ნომინირება. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯული ბიშოპმა 18 ივლისს განაცხადა, რომ რადმა თხოვნით მიმართა მთავრობას, მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი-მუნის შესაცვლელად. ბან კი-მუნის მმართველობის ხუთწლიანი ვადა 31 დეკემბერს ამოიწურება. 58 წლის კევინ რადი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი იყო 2007-2010 წლებში და შემდეგ, მოკლე ხნით, 2013 წელს. ამჟამად ის ხელმძღვანელობს ნიუ-იორკში დაფუძნებულ „აზიის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტს“. გაეროს გენერალური მდივნის პოსტისთვის ამჟამად 12 ოფიციალური კანდიდატი იბრძვის.

XS
SM
MD
LG