Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში სამი მძევალი გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებასთან დაპირისპირებისას


ერევანში შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ოპოზიციურ ჯგუფ „დამფუძნებელ პარლამენტთან“, გაათავისუფლეს სამი მძევალი შვიდიდან, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში აიყვანეს. უკვე მეორე დღეა, გრძელდება დაპირისპირება თავდამსხმელებსა და სამართალდამცველებს შორის. ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი 17 ივლისის დილას შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადადგომას. სომხეთის მთავრობა გამორიცხავს მოთხოვნების შესრულებას და თავდამსხმელებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები წუხელ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შეიარაღებულ პირებთან, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG