Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას დახვდა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი. მისი განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და რეგიონში სტაბილურობის კონტექსტში განიხილავს. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის სახელმწიფოს და ხალხს უსურვა მშვიდობა და სტაბილურობა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა გამო. ანკარაში ერთდღიანი ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს. ანკარაში გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება მთავრობებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები.

XS
SM
MD
LG