Accessibility links

ერევანში მესამე დღეა გრძელდება დაპირსპირება პოლიციის შენობაში


ერევანში უკვე მესამე დღეა, რაც ოპოზიციური მოძრაობის შეიარაღებულ მხარდამჭერებს დაკავებული აქვთ პოლიციის შენობა და მძევლები ჰყავთ აყვანილი. სპეცრაზმმა მთლიანად დაბლოკა შენობის მიმდებარე ტერიტორია. შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებები გრძელდება. მოლაპარაკებების შედეგად მათ გაათავისუფლეს 9-იდან 5 მძევალი. პოლიციელების კორდონთან ახლოს, თავისუფლების მოედანზე აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც გარანტიებს მოითხოვენ, რომ სპეცოპერაციის შემთხვევაში პოლიცია სისხლისღვრას არ დაუშვებს.სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი 17 ივლისის დილას შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადადგომას. სომხეთის მთავრობა გამორიცხავს მოთხოვნების შესრულებას და თავდამსხმელებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG