Accessibility links

logo-print

მელანია ტრამპი: „დონალდი აპირებს ყველას წარმომადგენელი იყოს“


დონალდ ტრამპის მეუღლე აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის ყველა ამერიკელს წარმოადგენს, განურჩევლად რასისა, რელიგიისა და შემოსავლისა. „დონალდი აპირებს წარმოადგინოს ყველა და არა ზოგი“ - განაცხადა მელანია ტრამპმა რესპუბლიკელების ეროვნული კონვენციის წინაშე გამოსვლისას. მის მეუღლეს ხშირად აკრიტიკებენ მისი განცხადებების გამო მუსლიმებთან და ემიგრანტებთან დაკავშირებით. სლოვენიელი ემიგრანტი და ყოფილი მოდელი, მელანია ტრამპი მალევე დაადანაშაულეს პლაგიატში, როდესაც აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარმოთქმული სიტყვის ორი პასაჟი წააგავდა 2008 წელს მიშელ ობამას მიერ წარმოთქმულ სიტყვას. ტრამპის წარმომადგენელმა, პოლ მანაფორტმა უარყო ბრალდება და თქვა, რომ მელანია ტრამპი არ მიიჩნევდა, რომ მისი სიტყვა მიშელ ობამასას იმეორებდა.

XS
SM
MD
LG