Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რიოს ოლიმპიადაზე რუსეთის დისკვალიფიკაციის შესახებ იმსჯელებს


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 19 ივლისს განაცხადა, რომ შეისწავლის ლეგალურ ბაზას აგვისტოში რიო-დე-ჟანეიროში ჩასატარებელ ოლიმპიადაზე რუსი ათლეტებისთვის მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით. კომიტეტმა ასევე დაავალა დისციპლინარულ კომიტეტს განიხილოს რუსეთის ოფიციალური პირების როლი დოპინგის მიღების მიჩქმალვის საქმეში. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საგანგებო შეხვედრა ჩაატარა შვეიცარიაში მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მსოფლიო ანტისადოპინგოს სააგენტოს დავალებით ჩატარებული გამოძიების შედეგები. ანგარიშში თავმოყრილია სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი ათლეტების, მათ შორის ფეხბურთელების, მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერით დოპინგის გამოყენების დამამტკიცებელი მასალა.

XS
SM
MD
LG