Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემისტები ამბობენ, რომ გამოაქვეყნეს გერმანიაში მატარებელზე თავდამსხმელის ვიდეო


ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" გამოაქვეყნა, როგორც ის აცხადებს, 18 ივლისს გერმანიაში მატარებელზე თავდასხმის მომწყობი 17 წლის ავღანელის ვიდეო: ახალგაზრდა კაცი პირობას დებს, რომ თავდასხმას მოაწყობს. მატარებელში ცულითა და დანით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათგან ორი - მძიმედ. მაგრამ გერმანელი ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ თავდასხმაში მართლაც ურევია „ისლამური სახელმწიფოს“ ხელი. ისინი ვარაუდობენ, რომ მოზარდს, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი ექსტრემისტების ამ ჯგუფთან. როგორც იუწყებიან, თავდასხმის დროს ავღანელი მოზარდი არაბულად ყვიროდა "დიდი არს ღმერთი". ინციდენტი მოხდა ბავარიის ქალაქ ვიურცბურგის მახლობლად. თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს გაქცევის მცდელობისას. მოგვიანებით, მისი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს "ისლამური სახელმწიფოს" დროშა. თუ თავდასხმაში მართლაც ამ გაერთიანების ხელი ურევია, ეს იქნებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ ექტრემისტის პირველი თავდასხმა გერმანიაში.

XS
SM
MD
LG