Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დახურეს ტელესადგური გიულენთან ინტერვიუს ჩვენების გეგმის გამო


აზერბაიჯანში დახურეს კერძო ტელესადგური და ის თურქეთთან ბაქოს „სტრატეგიული“ კავშირისთვის ზიაის მიყენებაში დაადანაშაულეს ცნობის გამო, რომ აპირებდა აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირთან, ფეტულა გიულენთან ინტერვიუს ჩვენებას. ანკარა გიულენს ბრალად სდებს გასული კვირის ბოლოს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას. თურქეთში პუტჩის მცდელობისას ასობით ადამიანი დაიღუპა და 1500-ზე მეტი დაიჭრა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საბჭომ 18 ივლისს გამოაცხადა, რომ დროებით აწყვეტინებს მოუწყებლობას კერძო ტელევიზია ANS-ს და მიმართავს სამართლებრივ ზომებს მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამოსართმევად. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკვე რამდენჯერმე მოითხოვა აშშ-დან გიულენის ექსტრადიცია. გიულენი უარყოფს ბრალდებებს და გმობს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას. აშშ-ის ოფიციალურ პირთა განმარტებით, ექსტრადიციის საკითხს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ წარმოდგენილ იქნება მტკიცებულებები პუტჩის მცდელობაში გიულენის მონაწილეობის შესახებ.

XS
SM
MD
LG