დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი
კიევში დაიღუპა ცნობილი ჟურნალისტი პავლო შერემეტი. ავტომანქანა, რომლითაც 44 წლის ჟურნალისტი მგზავრობდა, კიევის ცენტრში აფეთქდა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“, სადაც შერემეტი მუშაობდა, იუწყება, რომ მანქანა ეკუთვნოდა გამოცემის ხელმძღვანელს ელენა პრიტულეს, რომელიც აფეთქების მომენტში მანქანაში არ იმყოფებოდა. როგორც აფეთქების ადგილზე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში, „უკრაინსკა პრავდის“ ვებსაიტის მთავარმა რედაქტორმა სევგილ მუსაევა-ბოროვიკმა განაცხადა, შერემეტის კოლეგები ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტის დაღუპვა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. პაველ შერემეტმა ჟურნალისტის კარიერა ბელორუსიის ტელევიზიაში დაიწყო. 1998-დან 2008 წლამდე მუშაობდა რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის სპეციალურ კორესპონდენტად.მას გადაღებული აქვს რამენიმე დოკუმენტური ფილმი. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შერემეტი კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიოსადგურ „ვესტიში“. (ვიდეო: რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია/Reuters)
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები
დაწერეთ კომენტარი