Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ოთხი პოლიციელი დაშავდა დემონსტრანტებთან შეტაკებისას


ერევანში ოთხი პოლიციელი დაშავდა, როცა დემონსტრანტებმა სცადეს შეჭრა ტერიტორიაზე, რომელიც გადაკეტილია პოლიციის განყოფილებაში თავდამსხმელების შეჭრის გამო. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ადამიანმა სცადა შემოვლითი გზით მიეღწია პოლიციის შენობამდე, რასაც შეტაკება მოჰყვა. დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს პოლიციელებს, რომელთაგან ოთხი დაშავდა. მანამდე სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, ნიკოლ პაშინიანს, და ორ ჟურნალისტს მიეცათ საშუალება შესულიყვნენ პოლიციის შენობაში, სადაც თავდამსხმელები არიან გამაგრებული და გაერკვიათ მათი მდგომარეობა. შეიარაღებული პირები 17 ივლისის დილას შეიჭრნენ ერევანში პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვენ ოპოზიციურ მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის" დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას. ისინი მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის გადაგომასაც. ხელისუფლება უარყოფს მათ მოთხოვნებს და აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა თავდამსხმელები იარაღის დაყრაზე დაიყოლიოს.

XS
SM
MD
LG