Accessibility links

logo-print

სერბიამ მიგრანტების ექვსი ტრეფიკერი დააპატიმრა


სერბიის პოლიცია აცხადებს, რომ 19 ივლისს ექვსი ადამიანი დააკავა მიგრანტების ტრეფიკინგისათვის. პოლიციამ ბულგარეთის საზღვართან ორი ინციდენტის დროს მიაკვლია მიგრანტების ჯგუფებს - 37 ავღანელი და პაკისტანელი იმალებოდა ფურგონიან მანქანაში, რომელიც გზაზე გააჩერეს, ხოლო კიდევ 41 ადამიანი (სირიელები) ბულგარეთის საზღვარზე უკანონოდ გადასვლის დროს დააკავეს. მანამდე ბულგარეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 45 მიგრანტი დააკავა სერბიის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობისას. სერბიას გააქტიურებული აქვს ძალისხმევა მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად. საამისოდ შეიქმნა პოლიციისა და არმიის წარმომადგენლების შენაერთები, რომლებიც ბულგარეთთან და მაკედონიასთან საზღვრებზე პატრულირებენ.

XS
SM
MD
LG