Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტს უწოდა უპრეცედენტოდ წარმატებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ვიზიტს უწოდა უპრეცედენტოდ წარმატებული. „ჩვენი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, ანკარაში ხელი მოეწერა 5 შეთანხმებას და დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭოს დაფუძნების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ადგილიდან დაიძრა ისეთი რთული თემები, როგორებიცაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გახსნა და გაფართოება იმ პროდუქციისა, რომელიც შესაძლოა, საქართველოდან შევიდეს თურქეთის ბაზარზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ადგილიდან დაიძრა ისეთი მტკივნეული თემაც, როგორიცაა მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა. „კვლევებზე დაყრდნობით ახლიდან იქნება მოლაპარაკებული ისეთი ლოკაცია, რომელიც გარემოს არ დააზიანებს და მოიხსნება საზოგადოებაში დღეს არსებული შეშფოთება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG