Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: ევროკავშირს ბრიტანეთთან „ხავერდოვანი გაყრა“ სურს


ევროკომისიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდა, ერთად იმუშაონ იმისათვის, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლისას „ხავერდოვანი გაყრა“ მოხდეს. როგორც ტუსკმა 19 ივლისს ტვიტერზე დაწერა, მან მეის უთხრა, რომ საჭიროა „ბრექსიტი“ მოხდეს წესების დაცვით, მშვიდად, „ხავერდოვანი გაყრის“ მსგავსად. „ხავერდოვანი გაყრა“ არის მინიშნება 1993 წლის დასაწყისში ჩეხოსლოვაკიის დაშლაზე, რომელმაც კონფლიქტის გარეშე ჩაიარა. ტუსკის პრესმდივნის განცხადებით, ორმა ლიდერმა სამშაბათს ტელეფონით ისაუბრა. ტერეზა მეი, რომელმაც ბრექსიტის შესახებ 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა დევიდ კამერონი, მიმდინარე კვირაში ეწვევა ევროპის ზოგ დედაქალაქს, თუმცა ჯერ არ აპირებს ბრიუსელში ჩასვლას. ბრიტანეთს ჯერ არ აუმოქმედებია ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზომებს ევროკავშირიდან ქვეყნის გასასვლელად.

XS
SM
MD
LG