Accessibility links

უცხოელები შეადგენენ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა თითქმის ნახევარს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უცხოელი იყო 38 ადამიანი სულ 84-დან, რომელიც ზღვისპირა კურორტ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არიან 19 ქვეყნის, მათ შორის ალჟირის, ბელგიის, ბრაზილიის, გერმანიის, ესტონეთის, რუსეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, უკრაინის, საქართველოს მოქალაქეები. 14 ივლისს ნიცის სანაპიროზე მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე მეუღლესთან, საფრანგეთის მოქალაქესთან ერთად. ნიცა საფრანგეთში მეორე ადგილზეა პარიზის შემდეგ წლიურად ტურისტების რაოდენობით .

XS
SM
MD
LG