Accessibility links

კანონის მუხლებზე დამდგარი ბავშვის ინტერესი


რა ვითარებაა საქართველოს საბავშვო ბაღებში? როგორია ან რამდენად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოში? გვაქვს თუ არა ჰიგიენისა და სანიტარიის, კვების, ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტები? რა კვალიფიკაცია აქვს ბაღის აღმზრდელსა თუ მასწავლებელს და როგორ ფასდება მათი ძალიან მნიშვნელოვანი შრომა? პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონი შეიმუშავა. რას გულისხმობს ეს კანონი და როგორ აისახება ის ბავშვების ყოფასა და მომავალზე? - ამაზე საუბრობენ დღევანდელ გადაცემაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF​) წარმომადგენელი ანა ჯანელიძე და ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ ხელმძღვანელი გიორგი მესხიძე. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG