Accessibility links

ქართული მხარე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს


ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, დაახლოებით, 6 საათს გაგრძელდა. მხარეებმა, ტრადიციულად, საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, ღობეებისა და "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟის საკითხი განიხილეს. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქართულს სადემარკაციო-სადემილიტიზაციო კომისიის შექმნისკენ, რაზეც უარი მიიღო. ქართული მხარე საოკუპაციო გამყოფ ხაზს საზღვრად არ აღიარებს და, შესაბამისად, ვერანაირ კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ერგნეთის შეხვედრაზე გაირკვა, რომ 8 ივნისს სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს დაკავებულ გიორგი გიუნაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევში საკუთარ სახლში გადასვლას აპირებდა, როცა დააკავეს. ოსური მხარე მას დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებას უყენებს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გიუნაშვილს პროკურატურა სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაშიც ედავება და ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG