Accessibility links

logo-print

თურქეთში ბრალდებები წაუყენეს არმიის 99 გენერალს


თურქეთმა ოფიციალურად წაუყენა ბრალდებები არმიის 99 გენერალს 15 ივლისის პუტჩის მცდელობაში შესრულებული როლისათვის. ბრალდებულები თურქეთის სამხედრო ელიტის მესამედს შეადგენენ. სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დააკავეს, ან სამსახურებიდან დაითხოვეს სულ 50 ათასამდე ჯარისკაცი, პოლიციელი, მოსამართლე, საჯარო მოსამსახურე და მასწავლებელი. ბევრია ეჭვმიტანილი პუტჩის ორგანიზატორად მიჩნეულ სასულიერო პირთან, აშშ-ში მყოფ ფეტულა გიულენთან კავშირში. თუმცა თავად გიულენი კატეგორიულად უარყოფს პუტჩთან კავშირის ბრალდებას. ასევე 20 ივლისს თურქეთის მთავრობამ ყველა მეცნიერს აუკრძალა უცხოეთში გამგზავრება პუტჩის მცდელობის შემდეგ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით. იუწყებიან აგრეთვე, რომ თურქეთის სატელეკომუნიკაციო სააგენტომ დაბლოკა ინტერნეტ-პორტალი „ვიკილიკსი“ მას შემდეგ, რაც მან თურქეთის მმართველი პარტიის ასიათასობით ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა. „ვიკილიკსი“ აცხადებს, რომ გამოქვეყნებულ მასალაშია პუტჩის მცდელობამდე გაგზავნილი წერილები და ინტერნეტში მათი გავრცელება გადაწყდა მკაცრი ზომების გამო, რომლებსაც თურქეთის მთავრობა ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს.

XS
SM
MD
LG