Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მედია: მატარებელში თავდასხმის მომწყობი პირი პაკისტანელი იყო


გერმანიის მედიის ცნობით, 17 წლის ლტოლვილი, რომელიც პოლიციელებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც ის მატარებელში ცულით და დანით თავს დაესხა მგზავრებს, იყო პაკისტანელი და არა ავღანელი. გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხის ცნობით, მოზარდის ოთახში იპოვეს დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ ის პაკისტანელი იყო და არა ავღანელი, როგორც ადრე იუწყებოდნენ. მოზარდის ვინაობას საჯაროდ არ ამხელენ. ის 18 ივლისს თავს დაესხა მატარებლის მგზავრებს ბავარიის ქალაქ ვიურცბურგთან, დაჭრა ხუთი ადამიანი. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ". მანვე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც - როგორც ირწმუნება - გადაღებულია, როგორ იმუქრება მოზარდი თავდასხმის მოწყობით. მეორე მხრივ, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელს არ ჰქონია პირდაპირი კავშირი „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

XS
SM
MD
LG