Accessibility links

ერევანში მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


სომხეთში ასობით დემონსტრანტსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა საკვები მიეწოდებინა შეიარაღებული პირებისთვის, რომლებმაც მძევლად აიყვანეს პოლიციელები. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი საპასუხოდ ძალა გამოიყენა. სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი 17 ივლისის დილას შეიჭრა ერებუნის პოლიციის განყოფილებაში. თავდასხმის დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი და დაჭრეს ექვსი პოლიციელი. თავდამსხმელები მოითხოვენ ჯგუფ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას და პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადადგომას.

XS
SM
MD
LG