Accessibility links

დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ისა და ნატოს ვალდებულებებს


აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ პრეზიდენტი რომ იყოს, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, არ გაუწევს ავტომატურ დახმარებას ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამის თაობაზე ტრამპმა ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ იგი თავდაპირველად შეისწავლიდა, ასრულებენ თუ არა „ბალტიისპირეთის ქვეყნები ვაშინგტონის წინაშე ნაკისრ“ ვალდებულებებს, ვიდრე გადაწყვეტდა დაეხმაროს, თუ არა მათ რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში. ამ კომენტარებამდე დონალდ ტრამპა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც ნატოს ანონიმური წევრების კონტრიბუციას შეეხებოდა. რესპუბლიკელთა ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ აშშ-ს უხდება ნატოს ძალიან დიდი ფინანსური ტვირთის ზიდვა იმ დროს, როდესაც ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყანა შესაბამისად არ ასრულებს ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს.

XS
SM
MD
LG