Accessibility links

გერმანიამ თურქეთს მოუწოდა სწრაფად გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა


გერმანიამ თურქეთს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გააუქმოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა შეშფოთება გამოთქვა საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობის გამო და თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი და გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულთა უფლებები. თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა 20 ივლისს, ღამით გამოაცხადა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოანმა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა აუცილებელია სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის გამო შექმნილი საფრთხეების გასანეიტრალებლად. ერდოანის მტიცებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი არ დააზარალებს თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

XS
SM
MD
LG