Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა ხელყოფაში კიევსაც ადანაშაულებენ და სეპარატისტებსაც


აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ედება ბრალი სამოქალაქო პირების თვითნებურ დაპატიმრებაში, გაუჩინარებას და წამებაში, - ნათქვამია ორი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" მიერ 21 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და კიევის მომხრე სამხედრო ჯგუფები დადანაშაულებული არიან იმ სამოქალაქო პირების დაპატიმრებაში, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ ან კავშირი ჰქონდათ სეპარატისტებთან. ხოლო სეპარატისტებს უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ უკრაინის ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მოქალაქეები. ზოგ შემთხვევაში დაპატიმრებულებს იყენებდნენ, როგორც ერთგვარ კოზირს ტყვეთა გაცვლის პროცესში. ამასთან, ხშირ შემთხვევაში პატიმრები მოკლებული იყვნენ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შეხვედრის უფლებას. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასეთი ვითარება მათ ავალდებულებს, გააერთიანონ ძალისხმევა ამ მნიშვნელოვანი პრობლემის წინააღმდეგ. 2014 წლიდან მოყოლებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 9800 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG