Accessibility links

logo-print

მთავარი პროკურატურა გიორგი პაპუაშვილის განცხადებით დაინტერესდა


საქართველოს მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ პროკურატურაში გამოცხადდეს“. 21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ცალკეულ მოსამართლეებზე ხორციელდება თვალთვალი მათი დაშანტაჟების მიზნით. ამის თაობაზე პაპუაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მზადაა ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს. გიორგი პაპუაშვილს უკვე დაუკავშირდა და შესთავაზა მას, რომ ყველა ინფორმაცია, რასაც ფლობს, პროკურატურას მიაწოდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. პაპუაშვილის მიერ დღეს გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

XS
SM
MD
LG