Accessibility links

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის ძალაში შესვლის ფონზე კიდევ დააპატიმრეს მოქალაქეები


21 ივლისს თურქეთში ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, ეს ნაბიჯი საჭიროებას წარმოადგენს და ამით არ ირღვევა კანონის უზენაესობა ან მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებები. ხელისუფლება აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ის სწრაფად და ეფექტიანად შესძლებს იმოქმედოს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გასულ კვირაში მონაწილეობდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში - რასაც 260-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 1500-მდე პირი დაიჭრა. ერდოანის მთავრობის თქმით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა მოიტანა ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუციაში არსებულმა „კიბოს ვირუსმა“. მთავრობა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მასობრივად ათავისუფლებს ხალხს.

XS
SM
MD
LG