Accessibility links

რუსეთი გულისწყრომით შეხვდა სასამართლოს მხრიდან ოლიმპიური საჩივრის უარყოფას


რუსეთის ოფიციალური პირები და სპორტსმენები გულისწყრომით შეხვდნენ შვეიცარიის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას უარი ეთქვა რუსი სპორტსმენების საჩივარზე, რომლითაც ისინი ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებზე მათ არდაშვებას აპროტესტებდნენ. შვეიცარიის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონია საერთაშორისო ანგარიშები, რომლებიც აღწერს მასშტაბურ, სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარე დოპინგის პროგრამას რუსეთში, ისევე, როგორც ამ პრაქტიკის დამალვის მცდელობებს. სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობა გასულ თვეში აუკრძალა სპორტსმენთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ, მას შემდეგ, რაც დოპინგის საკითხზე საერთაშორისო ანგარიშები გავრცელდა.

XS
SM
MD
LG