Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა, მორაგბე გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმეა - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმმა, დავით წულაიამ. მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ლომინაძე და მათი ცოლები, რომელთა მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს, საღამოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდნენ. ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე. „რაც შეეხება სოციალური ქსელით გუშინ გავრცელებული პანიკის მცდელობას, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, დაშავებულთა თბილისში გადაყვანის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

XS
SM
MD
LG