ბოსნიელ სერბთა ყოფილმა ლიდერმა რადოვან კარაჯიჩმა აპელაცია შეიტანა და გაასაჩივრა 40-წლიანი განაჩენი, რომელიც მას გენოციდის ბრალდებით გამოუტანეს და გაეროს მოსამართლეებს ბრალი დასდო „პოლიტიკური სასამართლოს მოწყობაში“. კარაჯიჩის ადვოკატმა პიტერ რობინსონმა 22 ივლისს ჰააგაში განაცხადა, რომ მის კლიენტს მოუწყვეს „პოლიტიკური სასამართლო, რომლის მიზანიც იყო კარაჯიჩის და ბოსნიელი სერბების დემონიზაცია“. 71 წლის კარაჯიჩი 24 მარტს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა დამნაშავედ ცნო გენოციდისა და რამდენიმე სასტიკი სამხედრო დანაშაულის ორგანიზებაში და მას 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ყველაზე პოპულარული
1