Accessibility links

logo-print

პაველ შერემეტის ხსოვნას პატივი მიაგო ათასობით ადამიანმა


ათასობით ადამიანი მივიდა კიევში, „უკრაინის სახლის“ წინ ჟურნალისტ პაველ შერემეტის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი, პაველ შერემეტი დაიღუპა, როდესაც მის მიერ მართული ავტომანქანის ქვეშ დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. შერემეტის არაერთი კოლეგის აზრით, ჟურნალისტის ტრაგიკული სიკვდილი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პაველ შერემეტს ბევრჯერ გაუკრიტიკებია მშობლიური ბელორუსიის, ისევე როგორც რუსეთისა და უკრაინის, პოლიტიკური ლიდერები. ის სიტყვის თავისუფლების ერთგულ, სიმართლის მთქმელ ჟურნალისტად იყო აღიარებული. 1998 წელს მიენიჭა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ჯილდო, 2002 წელს - ეუთოს პრემია „ჟურნალისტიკისა და დემოკრატიისათვის“.

XS
SM
MD
LG