Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში თავდასხმას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა


გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გაჩაღებული სროლის შედეგად. გაზეთი "მიუნხენ აბენდცაიტუნგი" კი იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად 15 კაცი დაიღუპა. ოლიმპიური პარკის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა საღამო 18 საათზე. ინცინდენტის თაობაზე გერმანული ახალი ამბების სააგენტოს მიუნხენის პოლიციის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომას ბაუმანმა უამბო. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია სროლა რამდენი პირმა ატეხა, თუ მხოლოდ ერთმა. სავაჭრო ცენტრის გარშემო მობილიზებული არიან პოლიციელები და მიმდინარეობს სპეცოპერაცია თავდამსხმელის გასანეიტრალებლად. პოლიციას სავაჭრო ცენტრის გარშემო საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს გადაკეტილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მრავალი სასწრაფო დახმარების მანქანა.

XS
SM
MD
LG