Accessibility links

მიუნხენში თავდასხმას, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეეწირა


პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, ექვსი კაცი შეეწირა მიუნხენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოწყობილ თავდასხმას. პოლიცია ეძებს სამ თავდამსხმელს, რომლებმაც პარასკევს საღამოს მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ატეხეს სროლა. მიუნხენში მიმდინარეობს სპეცოპერაცია. თუმცა, არც ერთი თავდამსხმელი შეპყრობილი არ არის. პოლიციას სავაჭრო ცენტრის გარშემო საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს გადაკეტილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები, რადგან სროლების შემდეგ რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა.

XS
SM
MD
LG