Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი რვამდე გაიზარდა


მიუნხენის ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. გერმანიის ამ ქალაქის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, პოლიცია ეძებს სამ თავდამსხმელს, რომლებმაც პარასკევს საღამოს ოლიმპიური ცენტრის მახლობლად მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა ატეხეს. პოლიცია არ გამორიცხავს, თუმცა არც ადასტურებს, რომ საქმე ტერორისტულ თავდასხმასთან გვაქვს. მიუნხენში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, ქალაქის ცენტრალურ უბნებში სამართალდამცველთა რაზმები მორიგეობენ. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები.

XS
SM
MD
LG