Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის თავდასხმას ექსტრემისტულ ჯგუფებთან კავშირი არ ჰქონია


გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ ვერ მიაგნო კვალს, რაც მიუნხენის ინციდენტის მონაწილის კავშირს დაამტკიცებდა ექსტრემისტებთან. თუმცა, პოლიციამ, რომელმაც გაჩხრიკა მიუნხენელი 18 წლის მოსწავლის ბინა, განაცხადა, რომ აშკარა კავშირია მიუნხენის თავდასხმასა და ნორვეგიაში ხუთი წლის წინ მომხდარი მასობრივი მკვლელობის მომწყობ ანდერს ბრეივიკს შორის. მიუნხენის თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა მკვლელის ჩათვლით. მკვლელის გვამი მიუნხენის ოლიმპიის სავაჭრო ცენტრიდან ერთ კილომეტრში ნახეს. პოლიციის თანახმად, მან, ჩანს, თავი მოიკლა. მიუნხენის პოლიციის უფროსმა, ჰუბერტუს ანდრეამ 23 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დამნაშავეს არ ჰქონია არავითარი კავშირი გერმანიაში ლტოლვილების ტალღის ზრდასთან. ანდრეს თანახმად, ის გატაცებული იყო დიდი ჯგუფების მკვლელობის შესახებ ლიტერატურით. მიუნხენის პროკურორის, თომას შტაინკრაუს-კოხის თქმით, მის ბინაში ნახეს წიგნი სახელწოდებით, „მრისხანება თავში: რატომ კლავენ მოსწავლეები“. მიუნხენის ინციდენტი მოხდა ნორვეგიის მკვლელობის ზუსტად ხუთი წლის თავზე. მაშინ, ანდერს ბრეივიკმა, რომელიც სასჯელს იხდის, 77 ადამიანი მოკლა. მიუნხენის თავდასხმა ბოლო რვა დღეში მესამე მასობრივი თავდასხმა იყო.

XS
SM
MD
LG